თელავს მდიდარი ლიტერატურული და საგანმანათლებლო-მწიგნობრული ტრადიციები აქვს.აქ მოღვაწეობდნენ მეფე-პოეტები:არჩილი,დავითი და თეიმურაზ მეორე.
მეფე ერეკლე მეორისა და კათოლიკოს ანტონ პირველის მეშვეურობით 1758 წლის ოქტომბერში თელავში დაფუძნდა საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ფილიპე ყაითმაზაშვილი. მისი მოწაფეები დისითეოზ ჩერქეზიშვილი და ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი მოძღვართან ერთად აქტიურ ლიტერატურულ-მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდნენ. აქვე უნდა მოვიხსენიოთ თელაველი მწიგნობრის:თურქესტანიშვილების,თუმანიშვილების,ქობულაშვილების,ხელაშვილების,ონიკაშვილებისა და სხვათა სამწერლო-კალიგრაფიული ღვაწლიც.
1782 წლის 28 მაისს თელავში გაიხსნა სასულიერო სემინარია,რომელშიც სწავლება "კითხვა-მიგებით" ყოფილა, ხოლო სემინარიელებს უნდა სცოდნოდათ "ურთიერთისადმი ჰაზრნი სტიხით იამბიკურად" გამოთქმა. ამ სასწავლებლის პირველი რექტორის გაიოზის მიერ სემინარიის გახსნის დღეს წარმოთქმულ სიტყვაში ნათქვამია: "ამან (ანტონმა) სრულყოფა სახლი სიბრძნისა საქართველოისა ყოველითა საჭიროთა სწავლულებითა. ამან საუნჯე სწავლისა ამის გაამდიდრა ქმნითა და თარგმნითა წერილითა სიბრძნითა... ჰყო ათინად მამული თვისი".
XIXსაუკუნის პირველ ნახევარში თელავში მკვიდრდება საოჯახო ლიტერატურული შეკრება-საღამოები.ისინი იმართებოდა:ჯორჯაძეების,ანდრონიკაშვილების,ერისთავების,ვახვახიშვილების,ყაზახა-შვილების,ხელაშვილების,მთვარელიშვილების და სხვათა ოჯახებში.
შემოქმედებითი და ბიოგრაფიული ეპიზოდებით თელავთან დაკავშირებული იყო ქართველ რომანტიკოსთა თითქმის მთელი თაობა.ერთ- ეთმა მათგანმა ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანმა დაწერა პუბლიცისტური შრომა "თელავი", რითაც, არსებითად, სათავე დაედო ამ ქალაქის ისტორიის შესწავლას.
თელავში ცხოვრობდნენ და ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდნენ:ბარბარე ერისთავ-ჯორჯაძისა,რაფიელ ერისთავი,გიორგი ანდრონიკაშვილი და სხვები.
თელავის კულტურულ-ლიტერატურულ ცხოვრებასთან ახლოს იდგნენ:ილია,აკაკი,ალექსანდრე ყაზბეგი და ვაჟა-ფშაველა.მათი შემოქმედებისა და ბიოგრაფიის ცალკეული ეპიზოდები თელავის ლიტერატურის ისტორიას ამშვენებენ.
ცნობილია თელავში გამართული შეხვედრები ილია ჭავჭავაძესთან(1893წლის ივნისი), აკაკი წერეთელთან (1882,1897,1898,1911წწ.),აგრეთვე, ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრება თელავში და ამ ქალაქის თეატრალურ დაგმებში მონაწილეობა, ვაჟა-ფშაველას სწავლა თელავის სასულიერო სემინარიაში და მისი კავშირი ადგილობრივ ლიტერატურულ ძალებთან.
"ფილტვად აქვს კახეთს თელავიო" - წერდა ვაჟა-ფშაველა. ასე მოხდენილად ამ ქალაქის ისტორიული როლი კახეთის ცხოვრებაში არავის შეუფასებია.
თელავს ბიოგრაფიული და შემოქმედებითი ეპიზოდებით უკავშირდებიან:ვასილ ბარნოვი,დავით კლდიაშვილი,გალაქტიონ ტაბიძე,კონსტანტინე გამსახურდია,იოსებ გრიშაშვილი,გიორგი ლეონიძე...
აღსანიშნავია,რომ თელავში მოწყობილი ერთ-ერთი შხვედრის დროს სახელოვანმა პოეტმა პაელო იაშვილმა კახეთის სატახტო ქალაქს "თავადური თელავი" უწოდა.

ვერა,ვერსად გავექცევი
მე თელავის აღმართებს.
ამ თილისმის ქამანდებით დავუყვები დაღმართებს.
სიყვარულის გზა-ბილიკებს ავყვები და დავყვები,
ყვავილების ხალიჩაზე მრჩება ნაფერთალები.